Thumbnail
  • სერხიო სევილიაში იჯარით შარშან ზაფხულში გაუშვეს
  • განაპირა მცველით ბევრი კლუბი ინტერესდება

2019 წლის ზაფხულში სერხიო რეგილონი მადრიდის რეალმა სევილიაში გაანათხოვრა. 23 წლის ფეხბურთელს იჯარის ვადა გაუვიდა და მის მომავალს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. მათ შორის არიან სერია A-ს, ბუნდესლიგისა და პრემიერლიგის გუნდები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად ფეხბურთელს სურს, რომ ანდალუსიურ კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩეს. როგორც ჩაანს, მარცხენა განაპირა მცველი სევილიაში თავს კარგად გრძნობს და კარიერის გაგრძელებაც აქ უნდა.

მიუხედავად ამისა, ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერში ლონდონის ჩელსი ჩაერთო. "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი მომავალი სეზონისთვის გუნდს აძლიერებს. ინგლისელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაცვის ხაზია. 

ჩელსიმ უკვე დაიმატა შემტევი ფეხბურთელები ჰაკიმ ზიეხი და ტიმო ვერნერი. გარდა განაპირა მცველის დამატებისა, ლონდონელებმა დაცვის ცენტრის გაძლიერებაზეც უნდა იფიქრონ. რეგილონის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა. თანხა დიდი არაა, თუმცა შესაძლოა, რეალმა ახალგაზრდა მცველში გაცილებით მეტი მოითხოვოს.

სერხიო რეგილონმა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 31 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 2 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.  

კომენტარები

ბოლო ამბები