Thumbnail
  • გამოცემამ ამ დროისთვის მსოფლიოს სამი საუკეთესო სპეციალისტი დაასახელა
  • ფრანგი ჟურნალისტების აზრით, რჩეულთა შორის რჩეული მათი თანამემამულეა

გამოცემა L’Equipe-მა ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო მწვრთნელები დაასახელა. ფრანგული გამოცემის ჟურნალისტების აზრით, რჩეულთა შორის რჩეული მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია. ამ თემას გაზეთის პირველი გვერდი აქვს დათმობილი.

ზიზუმ რეალს ლა ლიგა მეორედ მოაგებინა

საუკეთესოთა სამეულში ასევე შედიან ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და მანჩესტერ სიტის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა.

ზიზუმ ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში რეალს ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. კლოპმა ლივერპულს ინგლისის პრემიერლიგაში გაამარჯვებინა და უკან პეპის მანჩესტერ სიტი მოიტოვა. 

ამასთან, სიტის ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში საპასუხო მატჩი ელის რეალთან, რომელსაც სტუმრად პირველი თამაში ანგარიშით 2:1 მოუგო. ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ლივერპული წელს ლიგას ატლეტიკოსთან დამარცხების შემდეგ გამოეთიშა.

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალს 2016-18 წლებში წვრთნიდა და იმ პერიოდში გუნდს ესპანეთის ჩემპიონატსა და სუპერთასზე, ასევე სამჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაამარჯვებინა. სამეფო კლუბში 2019 წლის გაზაფხულზე დაბრუნებულმა ფრანგმა სპეციალისტმა ლა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები