Thumbnail

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა კონფერენცია მოიგო - პირველად 2010 წლის შემდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუტა ჯაზი 108:116 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • კალიფორნიელებმა კონფერენციაში გამარჯვება ვადამდე გაინაღდეს
  • ენტონი დევისმა ლეგენდარული კობი ბრაიანტის მიღწევა გაიმეორა

ორლანდოში, Disney-ს კომპლექსში NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი დღის მატჩები გაიმართა. ლოს ანჯელეს ლეიკერსმა იუტა ჯაზს მოუგო და დასავლეთ კონფერენციაში პირველობა ვადამდე გაინაღდა. მსგავსი მიღწევა კალიფორნიელებს მხოლოდ ათი წლის წინ, 2009/10 წლების სეზონში ჰქონდათ, რომელშიც ლეიკერსმა საბოლოოდ ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

მატჩი გამორჩეული გამოდგა ლეიკერსის მძიმე ფორვარდისთვის ენტონი დევისისთვის, რომელმაც იუტასთან 42 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ამით დევისმა ლეგენდარული კობი ბრაიანტის მიღწევა გაიმეორა.

📺 ენტონი დევისი იუტას წინააღმდეგ

ენტონი დევისი ლეიკერსის პირველი მოთამაშეა კობი ბრაიანტის (2012/13 წლებში) შემდეგ, ვინც სეზონის 20 მატჩის პირველ ნახევარში 20 და მეტი ქულას აგროვებდა. ამასთან, ენტონიმ სეზონში მესამე შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც არანაკლებ 40 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ლეიკერსის შემადგენლობაში ერთ სეზონში მხოლოდ ლეგენდარულ შაკილ ო’ნილს ჰქონდა მეტი მსგავსი თამაში.
 
გამარჯვებულთა შორის 22 ქულით დაკმაყოფილდა ლებრონი ჯეიმსი, რომლის ანგარიშზე ასევე 9 პასი და 8 მოხსნა იყო. იუტელთა შემადგნელობაში 33 ქულა ჰქონდა დონოვან მიტჩელს, ხოლო რუდი გობერმა დუბლი მიითვალა - 16 ქულა, 13 მოხსნა.

ლოს ანჯელეს ლეიკერსს სულ 32 გამარჯვება აქვს კონფერენციაშიც და დივიზიონშიც და ფლობს ჩემპიონის 16 ტიტულს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 66 შეხვედრაში გუნდმა 51 გამარჯვება მოიპოვა, 15-ჯერ კი დამარცხდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები