Thumbnail

სერია A-ს 2020/21 წლების სეზონის დაწყების თარიღი გაირკვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • იტალიაში ახალი სეზონი 19 სექტემბერს დაიწყება
  • პანდემიის გამო, საშობაო პაუზა შეამოკლეს

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონის კალენდარი შემუშავებულია. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 2020/21 წლების სეზონი სტარტს 19 სექტემბერს აიღებს და 2021 წლის 23 მაისს დასრულდება.

თავდაპირველი გათვლებით, სერია A 12 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ლიგის საბჭომ მასში მცირე კორექტირება შეიტანა და ჩემპიონატის სტარტი ერთი კვირით გადასწია.

ცნობილი გახდა ისიც, რომ გუნდებს საშობაო შვებულება შეუმცირდათ და 2021 წლის პირველი ტური უკვე 3 იანვარს დაიწყება. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო შემჭიდროვებული განრიგია.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 2019/20 წლების სეზონი 2 აგვისტოს დასრულდა. სკუდეტო ზედიზედ მეცხრედ იუვენტუსმა მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში კი, ტურინელთა გარდა, ინტერი, ატალანტა და ლაციო მოხვდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები