Thumbnail

ენატრებათ და მღერიან! რუსმა მორაგბეებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი შეასრულეს

  • რუსი მორაგბეები საბჭოთა კავშირის ჰიმნს მღერიან.
  • კურიოზი რაგბი ევროპას ბოლო ტურში.

გერმანიამ რაგბი ევროპას ბოლო ტურის შეხვედრაში რუსეთს უმასპინძლა და 57:3 განადგურდა. ჰიმნების შესრულების დროს, ორგანიზატორებმა შეცდომა დაუშვეს და, რუსეთის ჰიმნის ნაცვლად, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. რამდენიმე რუსმა მორაგბემ დიდი მონდომებით შეასრულა საბჭოთა კავშირის ჰიმნი. კურიოზულ შეცდომას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რუსებმა მეტოქე რვა ლელო დაუდეს და ექვსი გარდასახვა გაუტანეს. კიოლნში გერმანელებს ორი ლელო რუსეთის სახელით მოასპარეზე ვალერი ცნობილაძემ დაუდო.

კომენტარები

ბოლო ამბები