Thumbnail

ბარსელონამ ახალი მწვრთნელი შეარჩია - მას პირობის დარღვევა მოუწევს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • Daily Mail-ის ცნობით, კიკე სეტიენს მაურისიო პოჩეტინო შეცვლის
  • ადრე ის ბარსელონას თანაქალაქელ ესპანიოლს ავარჯიშებდა

ლონდონის ტოტენჰემის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, 48 წლის მაურისიო პოჩეტინო ესპანური ბარსელონას მომავალი თავკაცის პოსტზე უმთავრეს კანდიდატად იქცა. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ბარსას ხელმძღვანელობამ გუნდის ამჟამინდელ დამრიგებლ კიკე სეტიენს კონკრეტული მიზანი დაუსახა. თუკი მისი თავკაცობით კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხეს, ამჟამინდელ მწვრთნელს პოსტის დატოვება მოუწევს და მის ადგილს არგენტინელი სპეციალისტი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ 2009-12 წლებში პოჩეტინო ასევე ბარსელონას წარმომადგენელ ესპანიოლს ავარჯიშებდა და სწორედ მაშინ აქვს ნათქვამი, რომ პრინციპულ მეტოქე ბარსელონაში არასდროში იმუშავებდა, თუმცა, როგორც სჩანს, ახლა ცდუნებას ვერ გაუძლებს.

მაურისიომ ტოტენჰემი 2014 წელს ჩაიბარა და იქ 5 წელი გაატარა, ესპანიოლის შემდეგ კი, პრემიერლიგის კიდევ ერთ კლუბ საუთჰემპტონში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, ლონდონელებმა 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს, სადაც ლივერპულთან 0:2 წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები