Thumbnail

ამ დღეს, 1999 წელს ვენგერი ტიერი ანრის ენდო და ამ ნდობამ გუნდის ისტორია შეცვალა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტიერი ანრიმ არსენალში 226 გოლი გაიტანა
  • ანრი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერია

1999 წლის 3 აგვისტოს, 30 მილიონ იტალიურ ლირად (10 მილიონი ფუნტი) არსენალმა ტურინის იუვენტუსიდან ტიერი ანრი შეიძინა. ეს ტრანსფერი ნიკოლას ანელკას რეალში გაყიდვიდან (23.5 მილიონი ფუნტი) მეორე დღეს მოხდა. 

არსენ ვენგერმა და მაშინ კლუბის დირექტორმა, დევიდ დინმა გარისკეს, რაც შემდეგ ძალიან დაუფასდათ. "ანრი ალბათ შუკერის შემდეგ ყველაზე კარგი შენაძენია... " - წერდა გარდიანი 1999 წელს. "ვენგერს უკვე 4 მსოფლიო დონის ფორვარდი ჰყავს - კანუ, ბერგკამპი, შუკერი და ახლა უკვე ანრი."

"ანრის საქმე იუვენტუსში აირია, მას შემდეგ, რაც იუვე მისი გუნდში მოყვანის ინიციატორმა - მარჩელო ლიპიმ დატოვა და მის ნაცვლად კარლო ანჩელოტი დანიშნეს. ანრის ვენგერი მონაკოდან იცნობს, სადაც ის ვენგერის დროს პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა." - წერდა გარდიანი.

ტიერი ანრიმ არსენალში ახალი ეპოქა შექმნა. ასეთი ფორვარდი ინგლისურ ფეხბურთს ბევრი არ უნახავს - ტიერი ანრი ერიკ კანტონას შემდეგ გახდა პირველი ფრანგი, რომელიც ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში მოხვდა. ლეგენდარულმა ფრანგმა არსენალი 2007 წელს დატოვა, სათამაშოდ ბარსელონაში გადავიდა, სადაც პეპ გვარდიოლას რევოლუციური გუნდის ნაწილი გახდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები