Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი ჯეიდონს უკვე გაურიგდა
  • კლუბები მოლაპარაკების ბოლო სტადიაზე არიან

დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელი ჯეიდონ სანჩო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან ახლოსაა. გარდიანის ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერს სატრანსფერო თახის გადახდა ეტაპობრივად სურს და ჯერჯერობით, კლუბებს საბოლოო გარიგებისთვის არ მიუღწევიათ. თვითონ ინგლისელი შემტევი კი "წითელ ეშმაკებთან" უკვე შეთანხმებულია და მოვლენების განვითარებას ელოდება.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ჯეიდონი მანჩესტერთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, ხოლო დორტმუნდთან მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს.

დორტმუნდს უნდა, რომ ტრანსფერი აგვისტოს თვეში მოგვარდეს, რადგან თუ სანჩო კლუბს დატოვებს მისი სრულფასოვანი შემცვლელი დაიმატოს, რომელთა შორის ახლა მთავარ ფავორიტად ლიონის ფეხბურთელი მემფის დეპაი სახელდება.

ჯეიდონ სანჩომ დორტმუნდში 2019/20 წლების სეზონში ბუნდესლიგაში 32 თამაშში 17 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები