Thumbnail

სახელი სტადიონს და გაუქმებული ნომერი - საბურთალომ შაქარაშვილს პატივი მიაგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სპორტულ კომპლექსში ერთ-ერთი სტადიონი გიორგი შაქარაშვილის სახელობის გახდა
  • თბილისურმა კლუბმა 21-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე არსებულ სპორტულ კომპლექსში ერთ-ერთი სტადიონი გიორგი შაქარაშვილის სახელობის გახდა. სტადიონი დღეს საფეხბურთო კლუბ საბურთალოს ხელმძღვანელებმა ოფიციალურად გახსნეს.

ამასთან, მომდევნო სეზონიდან საბურთალო გიორგის სახელის უკვდავსაყოფად 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს. სწორედ ამ ნომრით თამაშობდა შაქარაშვილი საბურთალოს აკადემიაში.

დღეს, გახსნის ცერემონიალზე ბავშვებს შაქარაშვილის სპეციალურად დამზადებული მაისურები სამახსოვროდ გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რის შემდგომაც გაუჩინარდა და რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი მდინარეების არაგვისა და მტკვრის ხეობაში იპოვეს. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

ბოლო ამბები