Thumbnail
  • ინდიანას სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას უშუალოდ მატჩის წინ მიიღებს
  • პეისერსს დღეს გვიან ღამით ვაშინგტონ უიზარდსთან დაპირისპირება ელის

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი NBA-ს სეზონის რესტარტის შემდეგ, რეგულარული პირველობის მორიგ მატჩს დღეს გვიან ღამით ჩაატარებს, ხოლო ქართველი ცენტრი მოედანზე გასვლას შესძლებს თუ არა, ჯერჯერობით, კვლავაც უცნობია.

გოგა ბითაძე მოედანზე ამ მაისურით გავა

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბითაძემ მუხლის ტრავმა მიიღო და საკონტროლო მატჩების გამოტოვებაც მოუხდა, ორიოდ დღის წინ კი, ფილადელფიასთან შეხვედრასაც დააკლდა, რომელიც ინდიანელებმა 127:121 მოიგეს.

კარგი ის იყო, რომ სიქსერსთან მატჩში გოგა უკვე განაცხადში იყო და თანაგუნდელებს სათადარიგოთა სკამიდან ამხნევებდა, ამდენად, მისი საქმე უკეთესობისკენ უნდა იყოს.

Сbssports-ის ბოლო ინფორმაციით, ბითაძის სტატუსი კვლავაც ასეთია – “კითხვის ნიშნის ქვეშ”. ეს იმას ნიშნავს, რომ პეისერსის სამწვრთნელო შტაბი ქართველი ცენტრის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ მატჩის წინ მიიღეს.

თბილისის დროით 00:00 საათიდან ინდიანელთა მეტოქე ვაშინგტონ უიზარდსი იქნება და თუკი გოგა მოედანზე ვერ ვიხილეთ, იმავე Сbssports-ის პროგნოზით, გუნდის სასტარტო ცენტრის მაილს ტერნერის შემცვლელი ფორვარდი ტი ჯეი ლიფი იქნება.

პეისერსის მთავარი მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი ამგვარ ნაბიჯზე იძულებულია წავიდეს, რადგანაც გოგას გარდა ტრავმირებულია გუნდის კიდევ ერთი მაღალი – ლიეტუველი დომანტას საბონისი.

კომენტარები

ბოლო ამბები