Thumbnail

წითელი დახველებისთვის - ინგლისის პრემიერლიგაში ახალი წესი ამოქმედდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის რეკომენდაცია პანდემიას უკავშირდება
  • მსაჯისა თუ მეტოქის მიმართულებით განზრახ დახველება მკაცრად დაისჯება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) არბიტრებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას მოთამაშეთა ქცევას ეხება. 

ბრიტანული მედიის ცნობით, კორონავირუსული ინფექციის პანდემიის ფონზე, მსაჯი მოედნიდან გააძევებს იმ ფეხბურთელს, რომელიც არბიტრისა და მეტოქის სახისკენ ახლო მანძილიდან განგებ დაახველებს.

ამასთან, მსაჯების ვალდებულება არ იქნება გოლის აღნიშვნის დროს სოციალური დისტანციის გაკონტროლება. ისინი ფეხბურთელებს არც გაზონზე გადაფურთხებისთვის დასჯიან.

FA-ს ახალი რეკომენდაციები ქვეყნის ყველა ოფიციალურ ტურნირზე გავრცელდება, მათ შორის: პრემიერლიგაზე, ჩემპიონშიპზე, ინგლისის თასსა და ინგლისის ლიგის თასზე.

ინგლისში 2020/21 წლების სეზონი 29 აგვისტოს, სუპერთასის მატჩით გაიხსნება, რომელშიც ლივერპული და არსენალი ითამაშებენ. პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრები კი 12 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები