Thumbnail
  • ჩელსი ბაიერნთან მატჩს გამოუვალ ვითარებაში ხვდება
  • ლონდონელებმა პირველი თამაში 0:3 წააგეს

ლონდონის ჩელსი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება. ფრენკ ლამპარდს მოახლოებული თამაშისთვის 9 ფეხბურთელი გამოაკლდა.

სესარ ასპილიკუეტა, ნგოლო კანტე, ბილი გილმორი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, კრისტიან პულიშიჩი, ვილიანი და პედრო ტრავმირებულნი არიან. გარდა ამისა, დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე ჟორჟინიო და მარკოს ალონსო ვერ გავლენ.

ასეთი სერიოზული დანაკლისი ჩელსის პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს, რადგან "არისტოკრატებს" მიუნხენურ გრანდთან პრაქტიკულად გადაუჭრელი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი. მათ პირველი მატჩი ლონდონში 0:3 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ ჩელსიმ პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, ბაიერნთან თამაში კი 8 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები