Thumbnail

ანტონიო კონტესა და ინტერს შორის უთანხოება ძალიან სწრაფად იზრდება. მოსალოდნელია, რომ კონტეს სკანდალური პრესკონფერენციის შემდეგ, როდესაც იგი თავისი გუნდის ხელმძღვანელობას დაესხა თავს, მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტონ.

ამ ვითარებაში სენსაციური ცნობა გაავრცელა "ლა რეპუბლიკამ". მისი ცნობით, კონტე კვირების მანძილზე ეკონტაქტება იუვენტუსს, მათ შორის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებსა და ყოფილ ფეხბურთელებს, მათთან კონსულტაციებს მართავს და განსაკუთრებით დაინტერესებულია იუვეს ახლანდელი მწვრთნელის მაურიციო სარის მდგომარეობით.

ამავე წყაროს ცნობით, ეს კონტაქტები იტალიის თასის ფინალში წაგების შემდეგ განსაკუთრებით აქტიური გახდა.

თუკი იუვე ჩემპიონთა ლიგაზე ლიონის ბარიერს ვერ გადალახავს, მაურიციო სარის დიდი ალბათობით წასვლა მოუწევს, კონტეც ამ მომენტს ელოდება და სწორედ ამით იყო განპირობებული მისი თავდასხმა ინტერზე.

კომენტარები

ბოლო ამბები