Thumbnail

'უცნაური არჩევანი' - ხვიჩა კვარაცხელია რუბინის კაპიტანმა დააღალატა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ცოტა ხნის წინ რუსეთის 2019/20 წლების პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს, თუმცა, როგორც ირკვევა, ასე არ ფიქრობს მისივე თანაგუნდელი, რუბინის კაპიტანი ვიაჩესლავ პოდბერიოზკინი. 

ყაზანელთა 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ამ ნომინაციაში სპეციალური გამოკითხვის შედეგად გაიმარჯვა, რომელშიც რუსეთის პრემიერლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე ექსპერტები და მასმედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც ირკვევა, ხვიჩამ გამოკითხვაში 11 ხმით გაიმარჯვა. ქართველ ფეხბურთელს სხვებთან ერთად მხარი რუბინის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმაც დაუჭირა, ხოლო კვარაცხელიას თანაგუნდელმა, გუნდის კაპიტანმა ვიაჩესლავ პოდბერიოზკინმა კი არჩევანი სხვებზე შეაჩერა.

28 წლის პოდბერიოზკინმა ხვიჩასთვის ხმა ვერ გაიმეტა

"ყაზანური კლუბის კაპიტანმა ვიაჩესლავ პოდბერიოზკინმა თავისი თანაგუნდელი რატომღაც სამეულშიც არ შეიყვანა (ბევრი კაპიტანი საუკეთესოებად თავის ახალგაზრდა თანაგუნდელებს ასახელებდა). პოდბერიოზკინის აზრით, რუსეთის 2019/20 წლების პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდების სამეული ასე გამოიყურება: დანილ ლესოვოი (არსენალი), ალეკსეი საფონოვი (კრასნოდარი), ალეკსანდრ მაკსიმენკო (სპარტაკი). უცნაური გადაწყვეტილებაა", - წერს sntat.ru.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. რუბინში მისვლამდე ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის ლოკომოტივში, რუსთავსა და თბილისის დინამოში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები