Thumbnail

ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის TOP 5-ში - 61% წარმატებული დრიბლინგი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 19 წლის ფეხბურთელი რუსეთის ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო
  • ზურიკო ჩემპიონატის ხუთ საუკეთესო დრიბლიორს შორის მოხვდა
  • რუბინის ლეგიონერს 122 დრიბლინგიდან 74 წარმატებული ჰქონდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის იმ ხუთ მოთამაშეს შორის მოხვდა, რომლებიც წარმატებული დრიბლინგების პროცენტული მაჩვენებელი სხვებზე მაღალი ჰქონდათ.

ზურიკოს და ხვიჩას რუბინში ძალიან მაგარი სეზონი გამოუვიდათ

19 წლის ქართველს ფეხბურთელს, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის 26 შეხვედრაში ითამაშა და 2 გოლი მიითვალა, დრიბლინგის 122 მცდელობა ჰქონდა, საიდანაც 74 წარმატებული გამოუვიდა - 61%. ეს რუსეთის პრემიერლიგაში მეხუთე შედეგია. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო დრიბლიორთა ხუთეულში ყველა ლეგიონერია. რაც შეეხება ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო მხოლოდ აირტონს (სპარტაკი, 107 175-იდან, 61%), ოდისე როშის (62%), ჟოაო მარიუს (ლოკომოტივი, 63%) და ნიკოლა ვლაშიჩს (ცსკა, 63%) ჩამორჩა.

ზურიკო დავითაშვილი ყაზანის რუბინს შარშან ზაფხულს შეუერთდა და მის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იცავს. გუნდმა, რომელსაც გავარდნა ემუქრებოდა, საბოლოოდ ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა.

რუსეთის 2020/21 წლების პრემიერლიგა სტარტს 8 აგვისტოს აიღებს, ქართველების გუნდი კი პირველი ტურის შეხვედრას 11 აგვისტოს, შინ მოსკოვის ლოკომოტივთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები