Thumbnail

ვაგნერის და გაფრინდაშვილის გოლებით - დინამო ბათუმმა სამტრედიას მოუგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმი 2:0 სამტრედია
  • გოლი: 1:0 ვაგნერი (37), 2:0 გაფრინდაშვილი (90)
  • დინამო ბათუმმა ლიდერთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში დინამო ბათუმმა სამტრედიას უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გია გეგუჩაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა და 3 ქულაც დამსახურებულად ჩაიწერა აქტივში.

ანგარიში  ეფექტური გოლით გაიხსნა. 37-ე წუთზე ბათუმელებმა შეტევა მარჯვენა ფლანგზე წარმართეს და ყველაფერი ვაგნერ გონსალვეშის ფანტასტიკური დარტყმით დასრულდა. დინამოს ლეგიონერმა სამტრედიელთა კარის ცხრიანი დალაშქრა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა.

მასპინძლებმა მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე უპირატესობა გაზარდეს. სწრაფი შეტევა ჯაბა ჯიღაურის იდეალური პასით და თორნიკე გაფრინდაშვილის ზუსტი დარტყმით დასრულდა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

დინამო ბათუმმა 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. თუმცა, ლიდერ დილას მხოლოდ 2, მეორეადგილოსან დინამო თბილისს კი ერთადერთი ქულით ჩამორჩება. სამტრედიას რაც შეეხება, კახი კაჭარავას გუნდი 8 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

დინამო ბათუმი 2:0 სამტრედია

გოლები: 1:0 ვაგნერი (37), 2:0 გაფრინდაშვილი (90)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - მამუჩაშვილი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი - ტეიდი, მანჯგალაძე - ვაგნერი (90. თევდორაძე), ჯოვინო (84. რეინალდო), ჯიღაური - ნიქაბაძე (67. გაფრინდაშვილი)

სამტრედია (4-4-1-1): კულუა - რუხაია, კილასონია, თოთაძე, ჯგერენაია - ყურბანოვი (10. ინკუმი), მესიაჩენკო (74. ახალაძე), დისი, კვირკვია - ქოჩლაძე - იმნაძე

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები