Thumbnail
  • თორნიკე ოქრიაშვილმა ამხანაგურ მატჩში გაიტანა
  • ანორთოსისი ახალ სეზონს 22 აგვისტოს დაიწყებს

ანორთოსისი 2020-2021 წლების სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ფამაგუსტელებმა ნიქოზიის აპოელთან ამხანაგური მატჩი 1:1 დაასრულეს, თემურ ქეცბაიას გუნდიდან გოლი კი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 30-ე წუთზე თავად გამოიმუშავა პენალტი და თავადვე შეასრულა. თორნიკემ ანგარიში გაათანაბრა და როგორც შემდგომ გაირკვა, საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ოქრიაშვილმა 70-ე წუთამდე ითამაშა, ნიკა კაჭარავა 86-ე წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და 59-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატი 22 აგვისტოს დაიწყება და ანორთოსისი პირველ ტურში ერმისს უმასპინძლებს. ამასთან, თემურ ქეცბაიას გუნდი 2020-2021 წლების სეზონში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

📺 ვიდეო: ოქრიაშვილის გოლი აპოელის კარში

კომენტარები

ბოლო ამბები