Thumbnail

'ვლოცულობდი, ფინიშამდე მიმეღწია' - ჰემილტონმა მშობლიური რბოლაც მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბრიტანელმა პილოტმა სილვერსტოუნზე კარიერაში მეშვიდედ იმარჯვა
  • ბოლო წრეზე მას პრობლემები შეექმნა და კინაღამ დიდი უპირატესობა გაანიავა

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის აშკარა ლიდერმა ლუის ჰემილტონმა ზედიზედ მე-3 რბოლა მოიგო და საერთო ჩათვლაში პირველობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ბრიტანელმა პილოტმა მორიგ წარმატებას მშობლიურ რბოლაზე მიაღწია. ჰემილტონმა დიდი ბრიტანეთის გრან-პრიზე, სილვერსტოუნზე 52 წრე პირველმა დასძლია და მე-2 ადგილზე გასულ მაკს ფერსტაპენს (რედ ბული) 5.856 წამით აჯობა.

საინტერესოა, რომ ლუისს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, თუმცა, საბურავი დაუზიანდა და დიდი შიშიც ჭამა, რადგანაც დასკვნით წრეზე კინაღამ რბოლას გამოეთიშა. ჩემპიონმა ამაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა:

“ბოლო წრემდე მშვიდად ვიყავი, რადგანაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა, შემდეგ გავიგე, რომ ბოტასის საბურავს პრობლემა შეექმნა და ამ საკითხზე მეც ავნერვიულდი. ბოლოსკენ ჩემი საბურავიც დაეშვა და იძულებული ვიყავი, სიჩქარე ოდნავ დამეგდო. ვლოცულობდი, რომ ფინიშამდე მიმეღწია და ბოლო მოსახვევები ძლივს გავიარე. იქნებ სჯობდა, პიტ-სტოპზე შევსულიყავი, თუმცა, ყველაფერი კარგად დასრულდა. 30-წამიანი უპირატესობა 5-მდე კი დავიდა, თუმცა, პირველი ადგილი შევინარჩუნე. ღმერთო ჩემო, ბოლო წრეზე ასეთი რამ არასდროს დამმართნია”.

ჰემილტონმა სილვერსტოუნზე კარიერაში მეშვიდედ იმარჯვა, საერთო ჩათვლაში თავი 88 ქულას მოუყარა და უახლოეს კონკურენტს, თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს უკვე 30 ქულით უსწრებს. საინტერესოა, მორიგი გრან პრი ისევ ბრიტანულ სილვერსტოუნზე შედგება და ის ფორმულა 1-ის 70-წლისთავს მიეძღვნება.

საერთო ჩათვლა - ტოპ 10

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 88 ქულა

2. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 58 

3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 52

4. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 36

5. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 33

6. ალექსანდერ ალბონი (რედ ბული) - 26

7. სერხიო პერესი (რეისინგ პოინტი) - 22

8. დანიელ რიკარდო (რენო) - 20

9. ლენს სტროლი (რეისინგ პოინტი) - 20

10. კარლოს საინსი (მაკლარენი) - 15

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

კონსტრუქტორთა თასი - ტოპ 5

1. მერსედესი - 146

2. რედ ბული - 78

3. მაკლარენი - 51

4. ფერარი - 43

5. რეისინგ პოინტი - 42

კომენტარები

ბოლო ამბები