Thumbnail
  • ჩირო იმობილემ სერია A-ს სეზონი 36 გოლით დაასრულა
  • ინტერმა ატალანტას 20 წუთში მოუგო, იუვემ ბოლო 5-მატჩიდან 3 წააგო

იტალიის სერია A-ში ლიდერმა კლუბებმა ასპარეზობა დაასრულეს. ტურინის იუვენტუსი ზედიზედ მეცხრედ გახდა ჩემპიონატის გამარჯვებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტურინელებმა ბოლო 5-მატჩიდან 3 წააგეს. იუვენტუსმა ბოლო ტურში მატჩი რომასთან 1:3 დათმო. მაურიციო სარის გუნდი 83 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო რომამ 70 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.

იუვენტუსი 1:3 რომა

გოლები: 1:0 იგუაინი (5), 1:1 კალინიჩი (23), 1:2 პეროტი (პენ-44), 1:3 პეროტი (52)

ნაპოლიმ ბოლო ტურში ლაციოს 3:1 მოუგო. ჩირო იმობილემ ნეაპოლელებთან ანგარიში გაათანაბრა, რითიც ჩემპიონატში 36 გოლი დაუგროვდა. ჩირომ ''კაპოკანონიერესა'' და ''ოქროს ბუცის'' მოგება მოახერხა. მან გონსალო იგუაინის რეკორდიც გაიმეორა. სიმონე ინძაგის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. ლაციომ 78 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ნაპოლი 62 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.

ნაპოლი 3:1 ლაციო

გოლები: 1:0 რუიზი (9), 1:1 იმობილე (22), 2:1 ინსინიე (პენ-54), 3:1 პოლიტანო (90+2)

ბერგამოს ატალანტას შანსი ჰქონდა ვერცხლის მედლები მოეგო, თუმცა ინტერთან მატჩი 0:2 დათმო და მხოლოდ ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა. ''ნერაძურიმ'' 82 ქულა დააგროვა და იუვეს 1 ქულით ჩამორჩა, ხოლო ატალანტა 78 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა.

ატალანტა 0:2 ინტერი

გოლები: 0:1 დ'ამბროსიო (1), 0:2 იანგი (20)

მილანი 3:0 კალიარი

გოლები: 1:0 კლავანის ავტოგოლი (11), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (55), 3:0 კასტილიეხო (57)
 

ბრეშა 1:1 სამპდორია

გოლები: 0:1 ლერისი (41), 1:1 ტორეგროსა (პენ-49)

კომენტარები

ბოლო ამბები