Thumbnail
  • არსენალი 2:1 ჩელსი
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგის დუბლი ფინალში

"უემბლიზე" ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონური დერბი შედგა - მიკელ არტეტას არსენალმა თამაში შემოუტრიალა ფრენკ ლამპარდის ჩელსის (2:1) და ასოციაციის თასი ისტორიაში მე-14-ედ მოიპოვა.

გამოკითხვა

გაუტანს ლევანდოვსკი ჩელსის?

  • კი
  • არა

მე-5 წუთზე ჩელსი კრისტიან პულიშიჩმა დააწინაურა, მაგრამ არსენალმა ანგარიში პენალტით მას მერე გაათანაბრა, რაც ასპილიკუეტამ საჯარიმოში ობამეიანგი მოცელა, პენალტი აფრიკელმა ფორვარდმა შეასრულა.

მე-2 ტაიმში ობამეიანგმა პეპეს პასით გამარჯვების გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ჩელსი ათი კაცით დარჩა, მატეო კოვაჩიჩი გააძევეს. არსენალმა თასი მოიპოვა და ევროპალიგაზე იასპარეზებს. 

📺 არსენალი V ჩელსი

საინტერესო ფაქტები

⚽ მიკელ არტეტა ჯორჯ გრემის (1986/87) შემდეგ არსენალის პირველი მწვრთნელია, ვინც პირველივე სეზონში შეძლო ტიტულის მოგება.

⚽ მიკელ არტეტას ასოციაციის თასი მოგებული აქვს, როგორც არსენალის კაპიტნის, ასევე მწვრთნელის რანგში. ის პირველია, ვინც ეს შეძლო.

⚽ არსენალმა ასოციაციის თასი ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ მოიგო. 

⚽ არსენალმა ასოციაციის თასის ფინალში ჩელსი უკვე მესამედ დაამარცხა.

⚽ მატეო კოვაჩიჩი ფინალში გაძევებული მე-6 ფეხბურთელია. ბოლო ორი გაძევებული ჩელსის ფეხბურთელები არიან (ვიქტორ მოზესი არსენალთან 2017 წელს).

⚽ რაც არსენალშია (2018 წლის თებერვლიდან) პიერ ემერიკ ობამეიანგს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის - 69. 

⚽ კრისტიან პულიშიჩი პირველი ამერიკელია, ვინც ასოციაციის თასის ფინალში გაიტანა.

არსენალი 2:1 ჩელსი

გოლები: 0:1 პულიშიჩი (5), 1:1 ობამეიანგი (28-პენალტი), 2:1 ობამეიანგი (67)

არსენალი (3-4-3): ემილიანო მარტინესი - ჰოლდინგი, დავიდ ლუიზი (88. სოკრატისი), ტიერნი (90+13. კოლაშინაცი) - ბელერინი, სებალიოსი, ჯაკა, მეიტლენდ-ნილსი - პეპე, ლაკაზეტი (82. ნკეტია), ობამეიანგი 

ჩელსი (3-4-3): კაბალიერო - ასპილიკუეტა (35. კრისტენსენი), ზუმა, რიუდიგერი (78. ჰადსონ-ოდოი) - ჯეიმსი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ალონსო - მაუნტი (78. ბარკლი), ჟირუ (78. აბრაჰამი), პულიშიჩი (49. პედრო)

გაძევება: კოვაჩიჩი (73)

კომენტარები

ბოლო ამბები