Thumbnail
  • გოგა ბითაძის თამაში გამორიცხული ფილადელფიასთანაც არ არის
  • 'თანასწორობა' - გოგა ბითაძე მაისურზე გვარს არ დაიწერს

ამაღამ, თბილისის დროით, უკვე 2 აგვისტოს (03:00) გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსიც განაახლებს NBA-ს სეზონს - ორლანდოში ფილადელფიას ეთამაშება.

გოგა ბითაძე ორლანდოში ინდიანას ვარჯიშზე

მუხლის ტრავმის გამო, წესით, ბითაძის თამაში გამორიცხული უნდა იყოს, მაგრამ RotoWire-მა მისი სტატუსი შეცვალა - out შეიცვალა questionable-ით (არ იქნება - საეჭვოა). 

მუხლის ტკივილის გამო, გოგამ ორლანდოში ინდიანას ყველა ვარჯიში გამოტოვა, ხოლო პეისერსის თავკაცმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მას გამოჯანმრთელებამდე სულ მცირე, ორი კვირა შორებს. როგორც ჩანს, ყველაფერი დიამეტრალურად შეიცვალა და ბითაძეს თამაშის შანსიც გაუჩნდა, რაც ძალიან კარგია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

უდიდესი ალბათობით, გოგა მაინც გამოტოვებს ფილადელფიასთან მატჩს, რადგან მაკმილანმა ადრე განაცხადა, რომ უვარჯიშებელ კალათბურთელს ვერ ათამაშებს, თუმცა კარგი ისაა, რომ ბითაძეს უახლოეს მომავალში მოედანზე ვნახავთ. მას კი შანსი აუცილებლად მიეცემა, რადგან ინდიანას მთავარი ვარკსვლავი, დომანტას საბონისი აკლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები