Thumbnail

კვარაცხელია რუსეთმა აღიარა - ხვიჩა სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველის დიდი აღიარება
  • 19 წლის ფეხბურთელს რუსეთის პრემიერლიგაში მაგარი სეზონი გამოუვიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის 2019/20 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფებურთელად დაასახელეს. 

"მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ასეთ ჯილდოს რომ იმსახურებ, ყოველ თამაშში უნდა დაამტკიცო. რუსეთში რთული დრიბლინგზე წასვლა, რადგან ყველა გუნდი დაცვაში კარგად თამაშობს. ვფიქრობ, საჭიროა რეალიზება, გოლების გატანა და გუნდისთვის დახმარება", - თქვა ხვიჩამ დაჯილოდების ცერემონიალზე.

ხვიჩას განსაკუთრებით ეფექტური სეზონის დასკვნითი ნაწილი გამოუვიდა

ნომინაცია "სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის" (არაუმეტეს 21 წლის ასაკისა) გამარჯვებული Матч ТВ-ის ეთერში გამოაცხადეს და ის პრემიერლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა, ტელეარხ Матч ТВ-ის ექსპერტებმა და მასმედიის წარმომადგენლებმა გამოავლინეს. 

ნომინაციის გამარჯვებულის გამოსავლენ გამოკითხვაში თითოეული ექსპერტი TOP3-ს ადგენდა. პირველ ადგილზე გასულს 5 ბალით აფასებდა, მეორეადგილოსანს - 3-ით, ხოლო მესამეზე გასულს - 1-ით. ამის შემდეგ ბალები იკრიბებოდა.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. რუბინში მისვლამდე ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის ლოკომოტივში, რუსთავსა და თბილისის დინამოში გამოდიოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები