Thumbnail

იურაი კუცკამ გალათასარაის ცენტრიდან გაუტანა - სუპერგოლი თურქეთის სუპერლიგაში

  • გალათასარაი 2:1 ტრაბზონი.
  • კუცკას ულამაზესი გოლი მუსლერას კარში.

თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში გალათასარაიმ ტრაბზონს უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ფათიჰ თერიმის გუნდმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა, თურქეთში ჩემპიონობისთვის ოთხი სტამბოლური კლუბი იბრძვის: გალათასარაი, ბაშაქშეჰირი, ბეშიქთაში და ფენერბახჩე.

გალათასარაი ფეგულის გოლით მე-7 წუთზე დაწინაურდა. მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე, ბაფეტიმბი გომისმა ტრაბზონს მეორე გოლი გაუტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს. იურაი კუცკამ ფერნანდო მუსლერას გოლი მოედნის ცენტრიდან გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გალათასარაი პირველ ადგილზეა 57-ქულით. თერიმი გუნდი ბაშაქშეჰირს ერთი ქულით უსწრებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები