Thumbnail

Netflix ვიდეოთამაშ Splinter Cell-ის მიხედვით ანიმაციურ სერიალს შექმნის

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ვიდეოთამაშების მიხედვით შექმნილი ტელესერიალები სულ უფრო პოპულარული ხდება
  • Witcher-ის მიხედვით გადაღებული სერიალი Netflix-ის ისტორიაში ყველაზე ყურებადი შოუ იყო

Netflix-სა და დეველოპერული კომპანია Ubisoft-ის ახალი პროექტი, ვიდეოთამაშ Splinter Cell-ზე დაფუძნებული ანიმაციური სერიალი იქნება. სერიალის 2 სეზონი უკვე დამტკიცებულია, რას სულ 16 სერიას შეადგენს. პროექტზე ''ჯონ ვიკის'' ავტორი, დერეკ კოსტლანდი იმუშავებს. სიუჟეტის შესახებ დეტალები, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა თავად ვიდეოთამაში ტომ კლენსის წიგნების სერიაზეა დაფუძნებული, რომელიც ა.შ.შ-ის საზღვაო ფლოტის ოფიცრის, სემ ფიშერის ისტორიას მოგვითხრობს.

მიუხედავად იმისა, რომ Splinter Cell-ის ადაპტირებაზე, ფანების მხრიდან, დიდი მოლოდინები არ ყოფილა, ეს მაინც კარგის ნიშანია: Witcher-ის წარმატების შემდეგ, როგორც ჩანს, Netflix მიხვდა, რომ ვიდეოთამაშებზე აგებული პროექტები მომგებიანია. შეგახსენებთ, რომ Witcher-ის მეორე სეზონზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და Netflix-მა, კიდევ ერთი ვიდეოთამაშის, Castlevania-ს ანიმაციური სერიალის შემდეგ სეზონის გამოშვებასაც გეგმავს. 

Netflix-ის CEO-ების, რიდ ჰასტინგსისა და ტედ სარანდოსის განცხადებით, ვიდეოთამაშების ტელესერიალებად ადაპტაციას კარგი პერსპექტივა აქვს, რადგან თამაშები ''გვთავაზობს კარგად განვითარებულ, საინტერესო, დინამიურ სამყაროებს და ორიგინალურ სიუჟეტებს.''

აღსანიშნავია, რომ Witcher-მა, დაახლოებით 76 მილიონი მაყურებელი, სულ რაღაც 4 კვირაში დააგროვა, რამაც პროექტს Netflix-ის ისტორიაში, ყველაზე ყურებადი ტელესერიალის წოდება მოუტანა. 

სარანდოსი, კითხვაზე, თუ რა არის Witcher-ის წარმატების მიზეზი, პასუხობს:

''თუ კარგ შოუს დაწერ, ადამიანები მას ყოველთვის მოუთმენლად დაელოდებიან. მთავარია მაყურებელს იმედი არ გაუცრუო. მნიშვნელობა არ აქვს, შოუს საფუძველი წიგნია, კომიქსი თუ ვიდეოთამაში. კარგი ისტორიის მოძებნა ყველგან შეიძლება.''

კომენტარები

ბოლო ამბები