Thumbnail

ოქროს ბუცი 2019/20 | ჩირო იმობილემ კრიშტიანო რონალდოს აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი ტურია ჩასატარებელი
  • იმობილეს კონკურენტი რონალდო რომასთან არ ითამაშებს

იტალიის ნაკრებისა და ლაციოს შემტევი ჩირო იმობილე "ოქროს ბუცის" მფლობელია, რომელსაც ევროპული ლიგების საუკეთესო ბომბარდირს ყოველ სეზონში გადასცემენ.

ჩირომ ამ სეზონში 35 გოლი გაიტანა, რაც საკმარისია პრიზის მოსაგებად. იტალიელმა ბრეშასთან გატანილი გოლით რობერტ ლევანდოვსკის უკვე გადაუსწრო, ბუნდესლიგა კი დიდი ხანია დასრულებულია.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც იმობილესთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო, კრიშტიანო რონალდი იყო, თუმცა პორტუგალიელი ბოლო ტურში რომასთან არ ითამაშებს და ჩიროც "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა.

იმობილე მესამე იტალიელია, რომელმაც ისტორიაში "ოქროს ბუცი მოიგო". ჩირომდე ეს ტიტული ფრანჩესკო ტოტისა და ლუკა ტონის ჰქონდათ მოგებული.

ლაციოს შემტევს შანსი აქვს გონსალო იგუაინის რეკორდიც მოხსნას. ამისთვის საჭიროა, რომ ბოლო ტურში ნაპოლისთან  2 გოლი გაიტანოს, რითიც ის სერია A-ს ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელი გახდება.

ჯილდოს, რომელიც 1968 წლიდან არსებობს, კონტინენტის ლიგების საუკეთესო ბომბარდირს 1997 წლიდან ევროპული სპორტული გამოცემების გაერთიანება (European Sports Magazines) გადასცემს. 

რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებენ როგორც გატანილი გოლების რაოდენობას, ისე - ლიგის სიძლიერეს. ევროპის TOP5 (ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის) ლიგაში გატანილი გოლები 2-ზე მრავლდება, ხოლო იმ ქვეყნების ჩემპიონატებში, რომლებიც უეფას რეიტინგში მე-6-დან 22-მდე ადგილებს იკავებენ, გოლების რაოდენობა 1,5-ზე მრავლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები