Thumbnail

გია ცეცაძემ ლვოვში ქართველების მისვლა დააანონსა - პრობლემა კორონავირუსია

  • ლვოვის გუნდის ქართველი თავკაცი ასისტენტების ადგილზე ჩასვლას ელოდება 
  • 45 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში გუნდი უკეთესად გამოვა 

ლვოვის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ადასტურებს უკრაინულ მედიაში მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუნდში ასისტენტებად თანამემამულე სპეციალისტები მიჰყავს. თუმცა როგორც ირკვევა, ცეცაძეს გარკვეულ პრობლემებს კორონავირუსის პანდემია უქმნის.

"ჩემი ასისტენტები უნდა ჩამოვიდნენ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ. უახლოეს დღეებში ჯერ ერთი ჩამოვა, შემდეგ კი მეორე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში იმყოფება. შეიძლება ითქვას, რომ ამ კორონავირუსმა სირთულეები ყველას შეგვიქმნა”, - ამბობს ლვოვის თავკაცი, რომელიც გუნდში ამ ზაფხულს დაინიშნა.

ქართველმა სპეციალისტმა უკრაინის პრემიერლიგის ახალი სეზონის მოლოდინზეც ისაუბრა, რომელმაც სტარტი 22 აგვისტოს უნდა აიღოს.

"შვებულების შემდეგ გუნდი სრულად ჯერ არ შეკრებილა. სინჯებზე ახალი ფეხბურთელები უნდა მოვიდნენ. ვნახავთ და გადავწყვიტავთ, ვის დავიტოვებთ. რაც შეეხება გეგმებს, გვსურს, რომ უკეთესი გუნდი გვყავდეს, ვიდრე წინა წელს გვყავდა", - აქვეყნებს ცეცაძის სიტყვებს უკრაინული მედია.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, გორის დილას, სამტრედიისა და საბურთალოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლვოვში სეზონის მიწურულს, ივნისის ბოლოს დაინიშნა. 45 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ხუთი მატჩიდან 2 ფრედ დაასრულა, 3 წააგო, ჩემპიონატი ბოლოსწინა, მე-11 ადგილზე დაასრულა და უკრაინის პრემიერლიგიდან დაქვეითებას გადაურჩა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ბაიერნი
  • პარი სენ-ჟერმენი
  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • იუვენტუსი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები