Thumbnail

საბურთალოს გადაწყვეტილება - შაქარაშვილის სახელობის სტადიონი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საბურთალოს ხელმძღვანელობა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებს
  • აკადემიის ერთ-ერთ სტადიონი გიორგი შაქარაშვილის სახელობის გახდება

ორშაბათს, 3 აგვისტოს, 15:30 საათზე, საბურთალოს ხელმძღვანელები იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ, რითიც ახალგაზრდა ფეხბურთელის ხსოვნას პატივს კიდევ ერთხელ მიაგებენ.

გიორგი შაქარაშვილს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდნენ. საბურთალოს აკადამიის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა და მას შემდეგ გაუჩინარდა მისი კვალი. 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგის ცხედარი წყალში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ექვსი არასრულწლოვანი ფიგურანტი პატიმრობაში დატოვეს. ექსპერტიზის დასკვნასა და მთავარი მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი მათი განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას მოითხოვს.

კომენტარები

ბოლო ამბები