Thumbnail

ლივერპულის ლეგენდა ინგლისურ კლუბში ინიშნება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ავსტრალიელ ჰარი კიუელს ორ ინგლისურ კლუბში უთამაშია
  • ჰარისთვის ოლდჰემ ატლეტიკი მესამე ინგლისური გუნდი იქნება, რომელსაც გაწვრთნის

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ავსტრალიელი ჰარი კიუელი მესამე ინგლისურ კლუბს ჩაიბარებს. ეს კლუბი ოლდჰემ ატლეტიკია, რომელიც ინგლისის მე-2 ლიგაში თამაშობს.

ჰარიმ სამწვრთნელო კარიერა უოტფორდის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, რის შემდეგაც ქროულში იმუშავა.

კიუელმა ინგლისური კარიერა ლიდსში თამაშით დაიწყო. ავსტრალიელი იმ ლეგენდარული ლივერპულის წევრია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანთან სასწაული თამაში შემოატრიალა. კიუელი ფინალში ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა 23-ე წუთზე შმიცერმა შეცვალა.

ჰარი კიუელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ოლდჰემ ატლეტიკი უახლოეს მომავალში გააოფიციალურებს.

კომენტარები

ბოლო ამბები