Thumbnail

ბოლო 25 წლის რეკორდი ჰარდენისგან - ჰიუსტონმა დალასს ოვერტაიმში მოუგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ორლანდოში NBA-ს განახლებული სეზონის მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც დალასმა ჰიუსტონს უმასპინძლა და ოვერტაიმში გადასული დაძაბული შეხვედრა ნომინალური სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

მატჩში გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედის მიწურული აღმოჩნდა. ჰიუსტონი აგებდა, სირენამდე 3,9 წამით ადრე კი, როდესაც ანგარიში 139:137 იყო დალასის სასარგებლოდ, ჯეიმს ჰარდენის არაზუსტი საჯარიმო სროლის შემდეგ, რობერტ კოვინგტონმა დაამატა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. იქ კი ჰიუსტონი უკეთესი იყო.

აღსანიშნავია, რომ როკეტსმა -7 ქულის გაბათილება ძირითადი დროის ბოლო 45 წამში შეძლო და ეს სულ მესამე შემთხვევაა NBA-ის ისტორიაში, როდესაც გუნდმა ძირითადი დროს ამოწურვამდე წუთზე ნაკლებ დროში, 7 და მეტი ქულიათ ჩამორჩენა აღმოფხვრა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჰიუსტონის მცველი ჯეიმს ჰარდენი გახდა, რომელმაც 49 ქულა ჩააგდო და 9 მოხსნა, 3 დაფარება და 8 პასი მიითვალა. ჰარდენი გახდა ლიგის პირველი მოთამაშე ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომლემაც 49 ქულა არაუმეტეს 20 სროლის პირობებში მოაგროვა.

📺 ჯეიმს ჰარდენი დალასის წინააღმდეგ

ამასთან, ჯეიმსი გახდა NBA-ს ისტორიაში მეოთხე კალათბურთელი, რომელმაც 40 და მეტი ქულით სეზონის 20 მატჩის დასრულება მოახერხა. ამით ჰარდენმა უილტ ჩემბერლენის (მსგავსი რამ 6-ჯერ შეძლო), მაიკლ ჯორდანისა (2-ჯერ) და ელდრიჯ ბეილორის (2-ჯერ) მიღწევა გაიმეორა.

ჰიუსტონში ორმაგი დუბლით დაასრულა თამაში რასელ უესტრბურკმა - 31 ქულა, 11 მოხსნა. 

დალასს ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლი არ ეყო

დალასში გამორჩეული ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 13 მოხსნა და 10 პასი. ეს მავერიკსის 21 წლის უკანახაზელის მე-15 სამმაგი დუბლია მიმდინარე სეზონში, რაც NBA-ს ისტორიაში ახალი რეკორდია 22 წლამდე კალათბურთელებს შორის. ამასთან, სლოვენიელისთვის, რომელიც ლიგაში მეორე სეზონს ატარებს, ეს ჯამში 23-ე სამმაგი დუბლია, ასეთ პერიოდში კი NBA-ში უფრო მეტი ტრიპლ-დაბლი მხოლოდ ლეგენდარულ ოსკარ რობერტსონს ჰქონია - 67.

📺 ლუკა დონჩიჩი ჰიუსტონთან მატჩში

ჰიუსტონ როკეტსი 41 მოგებითა და 24 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს, დალასი (40-28) კი მე-7 ადგილზეა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები