Thumbnail

იღბლიანი დირექტორი გუნდიდან მიდის - ლივერპულიდან პიტერ მური გააცილეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პიტერ მური ლივერპულში აღარ იმუშავებს
  • 'მოხარული ვარ, რომ ამ დიდებული კლუბის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვე.'

ლივერპულის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ მური აგვისტოს ბოლოს თანამდებობას დატოვებს და სამუშაოდ ამერიკაში დაბრუნდება. მის ადგილს კლუბის კომერციული დირექტორი, ბილი ჰოგანი დაიკავებს.

გუნდმა პიტერ მურთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი და პრემიერლიგა მოიგო. "აქ გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მჯერა, რომ გუნდს ჩემი მუშაობით ბევრი შევძინე და ამ შესაძლებლობისთვის მფლობელებს მინდა მადლობა გადავუხადო."

მური, რომელიც ლივერპულშია დაბადებული, ბავშვობიდან კლუბის დიდი გულშემატკივარია. სხვადასხვა დროს ამერიკაში ცხოვრებისას მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა - სეგა, მაიკროსოფტი და EA Sports-ი.

"ლივერპულში 30 წლიანი შესვენების შემდეგ, 2017 წელს დავბრუნდი და ამ გადაწყვეტილებას არასოდეს ვინანებ. ახლა მე და ჩემი მეუღლე ამერიკაში შვილებს დავუბრუნდებით და ვეცდები შტატებში კარიერა განვაახლო. მოხარული ვარ, რომ ამ დიდებული ქალაქის და კლუბის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვე."

კომენტარები

ბოლო ამბები