Thumbnail

თურქულ სუპერ ლიგში ამ ქვეყნის ერთ-ერთ ისტორიული კლუბი დაბრუნდა - ფათიჰ კარაგიუმრიუკის წარმატებას ყურადღება იმიტომ მივაქციეთ, რომ გუნდის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა.

მას მერე, რაც კარაგიუმრიუკმა ანკარაში პლეი ოფის ფინალში ადანა პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა, POPSPORT კლუბის ქართველ ვიცე-პრეზიდენტს დაუკავშირდა:

კარაგიუმრიუკის ფანები ელიტაში გადასვლას მთელი ღამე ზეიმობდნენ

არჩილ არველაძე: კლუბის ახლანდელი მფლობელი სულეიმან ხურმა ჯერ კიდევ მაშინ გავიცანით, როდესაც შოთი და მე ტრაბზონსპორში ვთამაშობდით. მაშინ იგი ახაგაზრდა და ძალიან პერსპექტიული სპორტული დირექტორი იყო. სწორედ იმ პერიოდში ჩაეყარა ჩვენს მეგობრობას საფუძველი, რომელიც ბოლო დროს, საქმიან ურთიერთობაშიც გადაიზარდა. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში ვიცნობ.
ჯერ კიდევ შორეულ 90-იანებში თავისუფლად ლაპარაკობდა ინგლისურად და მუდმივად საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობდა. კაისერიში შოთის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ინიციატორი სწორედ იგი იყო, ხოლო როდესაც შოთა ტრაბზონსპორის მთავარი მწვრთნელი გახდა, ის ტრაბზონში სპორტულ დირექტორად წაიყვანა. 

2018 წელს სულეიმან ხურმამ სტამბულის ეს პატარა კლუბი შეიძინა და ვიცე-პრეზიდენტობა შემომთავაზა. 36 წელია, ფათიჰ კარაგიუმრიუკი უმაღლეს დივიზიონში არ ყოფილა, მაგრამ იგი ერთ-ერთი პირველია თურქულ გუნდთა შორის, რომელსაც ევროტურნირებზე აქვს ნათამაშები.
გუნდი სტამბოლის ერთ-ერთ უბანს წარმოადგენს. აქვს თავისი პატარა სტადიონი, მაგრამ სუპერ ლიგში, დიდი ალბათობით, ამ არენაზე ვერ ითამაშებს. კარაგიუმრიუკს დაახლოებით 10-15 ათასი ერთგული ქომაგი ჰყავს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ბაიერნი
  • პარი სენ-ჟერმენი
  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • იუვენტუსი
  • სხვა გუნდი

არჩილ არველაძეს 1994-2002 წლებში საქართველოს ნაკრების რიგებში 32 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. მას დინამო თბილისში, ტრაბზონში, ბრედაში და კიოლნში უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები