Thumbnail

'ეს დაუჯერებელია, ამაყი ვარ' - ვიცე-პრეზიდენტ არჩილ არველაძის კლუბი ელიტაშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თურქული კარაგიუმრიუკის ვიცე-პრეზიდენტი ქართველი სპეციალისტი არჩილ არველაძეა. ახლახან ეს გუნდი თურქულ სუპერლიგაში გადავიდა...

არჩილ არველაძე: "კარაგიუმრიუკი სუპერლიგაშია! დაუჯერებელია, ძალიან ამაყი ვარ ყველა ადამიანით, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო. პირადად, ბედნიერი ვარ ჩემი მეგობრების, პარტნიორების, მთავარი მწვრთნელის და ფეხბურთელების გამო. ამ ფეხბურთელებმა შექმნეს ისტორია. გუნდის გულშემატკივრები მეტს იმსახურებდნენ და მადლობა მათ. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძე."

კარაგიუმრიუკმა ადანა დემირსპორი პლეი ოფის ფინალში პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა და ახალი სეზონიდან სუპერ ლიგში ითამაშებს. კლუბი, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც არჩილ არველაძეა, სტამბოლის რიგით მე-6 გუნდი იქნება ელიტაში ფენერბაჰჩეს, გალათასარაის, ბეშიქთაშის, შაბაკშეჰირისა და კასიმფაშას შემდეგ.ფათიჰ კარაგიუმრიუკი სტამბოლის ევროპული ნაწილის უბან ფათიჰშია დაბანაკებული და 6.5-ათასიან "ვაფაზე" თამაშობს. კლუბმა მე-5 ადგილი დაიკავა და პლეი ოფის წყალობით სუპერ ლიგის საგზური მოიპოვა. 

კარაგიუმრიუკი პლეი ოფში გამარჯვებას ზეიმობს

არჩილ არველაძეს 1994-2002 წლებში საქართველოს ნაკრების რიგებში 32 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. მას დინამო თბილისში, ტრაბზონში, ბრედაში და კიოლნში უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები