Thumbnail

'ქულაც ვერ ამართვეს' - რომან დოლიძე უკრაინელ მოჭიდავეებთან ერთად ემზადება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე უკრაინელ მოჭიდავეებთან ერთად ემზადება...

ოდესაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში უკრაინის ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით შეკრებაზე ჩავიდა. სწორედ იქ გადაიკვეთა რომან დოლიძის და უკრაინის ნაკრების გზები. ცნობილია, რომ რომან დოლიძე უკრაინის ნაკრების ლიდერის, ჟან ბელენიუკის ახლო მეგობარია. დოლიძისა და უკრაინელი მოჭიდავეების ერთობლივ ვარჯიშს უკრაინის ჭიდაობის ფედერაცია გამოეხმაურა.

რომან დოლიძე და ჟან ბელენიუკი

რომან დოლიძე: "ადრე საქართველოშიც ვემზადებოდი თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სპორტსმენებთან ერთად. მათთან მუშაობა ძნელია, მოჭიდავეებს ხომ ძალიან ძლიერი ხელები აქვთ. ეს ჩემთვის ძალიან სასარგებლოა, ასე "კლინჩში" მუშაობას ეჩვევი. მათთან კიდევ გავმართავ ერთობლივ წვრთნას. მიხარია, რომ დღეს ბიჭებმა ქულაც კი ვერ ამართვეს".

32 წლის რომან დოლიძე, წლებია უკრაინაში ცხოვრობს და მას მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს დოლიძემ UFC-ში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა, მან ნოკაუტით რუს ხადის იბრაგიმოვს მოუგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები