Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 1:6, 5:7 იან-ლენარდ შტრუფი
  • ჰამბურგში ქართველი ჩოგბურთელის ტრიუმფი გაიხსენეს

ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიაში საერთაშორისო პრემიერლიგის A ჯგუფში თამაშობს, რომელიც საგამოფენო ტურნირია 150 ათას-ევროიანი საპრიზო ფონდით...

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიოს 27-ე ჩოგანია, მეორე მატჩიც დათმო გერმანიაში - 30 წლის მასპინძელ იან-ლენარდ შტრუფთან (34) ორ სეტში დათმო - 1:6, 5:7. აღსანიშნავია, რომ ნიკა შტრუფს თებერვალში დუბაიში შეხვდა და მეორე წრეში დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბასილაშვილი მიშა ზვერევთან ასევე ორ სეტში დამარცხდა

ნიკა ჯგუფში ზვერევისა და შტრუფის გარდა ტობიას კამკესთან, იულიან ლენცთან და კევინ კრავიცთან ერთად თამაშობს. 

რამდენიმე დღის წინათ, ევროპის ღია პირველობის საიტმა გაიხსენა ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფი ჰამბურგში, რომლიდანაც ერთი წელიწადი გავიდა. 

"დიახ, ჩვენ ნიკოს ღიმილის აღბეჭდვა მოვახერხეთ. ამ დღეს ერთი წლის წინათ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიგო ჰამბურგის ტურნირი".

კომენტარები

ბოლო ამბები