Thumbnail
  • კატალონიელებმა ჩელსის ვარსკვლავს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს
  • ვილიანი გადაწყვეტილებას ინგლისის თასის ფინალის შემდეგ მიიღებს

ესპანურმა ბარსელონამ კონტრაქტი შესთავაზა ლონდონის ჩელსის შემტევ ნახევარმცველ ვილიანს. Sky Sports-ის ცნობით, კატალონიური გრანდი 31 წლის ბრაზილიელ ლეგიონერთან 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.

ვილიანის თავის რიგებში ხილვა ინტერ მაიამისაც სურს, რომლის მფლობელიც წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი გახლავთ, თუმცა, ცხადია, რომ ბარსელონას ვარიანტი გაცილებით მიმზიდველი სჩანს.

სავარაუდოა, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი გადაწყვეტილებას ინგლისის ასოციაციის თასის ფინალის შემდეგ მიიღებს. აღნიშნული მატჩი 1 აგვისტოსაა დაგეგმილი და ლონდონურ დერბიში ჩელსის მეტოქე არსენალი იქნება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ასოციაციის თასს?

  • არსენალი
  • ჩელსი

ცნობისთვის, ვილიანი “არისტოკრატთა” ღირსებას 2013 წლიდან იცავს, გასულ სეზონში კი, პრემიერლიგაში ჩატარებულ 36 მატჩში 9 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა. transfermarkt-ის ვერსიით, ბრაზილიელი ვარსკვლავის ფასი 22.5 მილიონი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები