Thumbnail

ახალი ტენდენცია - ინგლისურ გუნდებში ადგილობრივების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გამოსავალი ბრექსიტის მიერ შექმნილი ჩიხიდან
  • ფეხბურთის ასოციაცია ადგილობრივების კვოტის კიდევ უფრო გაზრდას ითხოვს

გასულ კვირას ფეხბურთის ასოციაციის და პრემიერლიგის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც გუნდებში კვოტირების საკითხი და პოსტ-ბრექსიტის შემდეგ არსებული სატრანსფერო რეგულაციები განიხილეს.

გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი უკვე დატოვა, თუმცა 2021 წლის იანვრამდე გარდამავალი პერიოდი გრძელდება, რომელიც სხვადასხვა ბიზნესებს და ინდუსტრიებს, საშუალებას აძლევს ახალ რეალობას შედარებით კომფორტულად შეხვნდნე. გამონაკლისი არც ფეხბურთია.

ახლანდელი რეგულაციით, პრემიერლიგის გუნდს უფლება აქვს შემადგენლობაში 17 ლეგიონერი (non-homegrown) ჰყავდეს რეგისტრირებული. პირველი გუნდის დარჩენილ კვოტას კი ე.წ. 'სახლში აღზრდილი' მოთამაშეები ავსებენ.

იუნაიტედის თინეიჯერმა, მეისონ გრინვუდმა გასულ სეზონში 17 გოლი გაიტანა

მაგალითად გასულ სეზონში, ჩელსის შემადგენლობაში დებიუტი 8 კლუბის აღზრდილს ჰქონდა. ბევრი ამას იმ სატრანსფერო აკრძალვას აწერს, რომელიც კლუბს ერთი წლის წინ FIFA-მ დაუწესა. მაგრამ სხვა გუნდების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინგლისური ფეხბურთის ახალი ტენდენციაა.

გასულ წელთან შეადრებით (23%-იანი ზრდა), წელს პრემიერლიგაში, კლუბების მიერ აღზრდილი მოთამაშეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და 52%-იანი ზრდის მაჩვენებელს მიაღწია. არსენალი (ჯო ვილოკი, ბუკაიო საკა, ედი ნკეტია) და მანჩესტერ იუნაიტედი (ბრენდონ უილიამსი, მეისონ გრინვუდი), ჩელსისთან ერთად ამ პროცესის ლოკომოტივები არიან.

მაგალითად პოსტ-პანდემიურ პრემიერლიგაში, გუნდების სასტარტო შემადგენლობებში, მოთამაშეთა 40% ინგლისში აღზრდილი (EQPs) გახლდათ. ფეხბურთის ასოციაციას სურს, რომ კლუბების მიერ აღზრდილი მოთამაშეთა კვოტა გაიზარდოს. ამას ხელს ისიც შეუწყობს, რომ იანვრიდან, ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ისეთივე ბიუროკრატიული ბარიერებით შეხვდება, როგორც არა-წევრი ქვეყნებიდან დასაქმების მსურველებს.

არსენალის ახალგაზრდები - ნკეიტა, უილოკი და საკა

პრემიერლიგაში არასაკმარისი სათამაშო დროის გამო, ბოლო წლებში არაერთი ინგლისელი ახალგაზრდა გერმანიაში, იტალიაში და საფრანგეთში გადაიხვეწა, ამ პროცესის სიმბოლო და ყველაზე კარგი მაგალითი კი დორტმუნდის - ჯეიდონ სანჩო გახლავთ. სანჩოს პრეცენდენტის შემდეგ, ინგლისური კლუბები დაფიქრდნენ საკუთარი რესურსი გამოყენებაზე და ეს 52%-იანი ზრდაც სწორედ ამის შედეგია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ასოციაციის თასს?

  • არსენალი
  • ჩელსი

 

კომენტარები

ბოლო ამბები