Thumbnail

უკრაინას ოლიმპიადის მასპინძლობა სურს - ქვეყანაში თომას ბახის მიწვევას აპირებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უკრაინელები თამაშების მასპინძლობის განაცხადის მომზადებაზე მუშაობენ
  • 2030 წლამდე ზაფხულის და ზამთრის თამაშების მასპინძლები დადგენილია 

უკრაინას ოლიმპიადის მასპინძლობა სურს. ქვეყანა აპირებს განაცხადი შეიტანოს 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების ან 2030 წლის ზამთრის თამაშების მიღებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის საიტი ავრცელებს.

უკრიანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის ვადიმ გუტცაიტის ცნობით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა უკვე მუშაობს თამაშების მასპინძლის შესარჩევ კონკურსში ქვეყნის მონაწილეობის საკითხზე.

ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის თომას ბახის მიწვევაზე ფიქრობენ, რათა ამ უკანასკნელმა საკუთარი თვალით ნახოს, როგორ ემზადება უკრაინა ტურნირის მასპინძლობაზე განაცხადის შესატანად.

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020 წელს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადავადდა. რაც შეეხება მომდევნო ოლიმპიადებს - XXIV ზამთრის თამაშები 2022 წელს პეკინშია (ჩინეთი) დაგეგმილი, XXXIII ზაფხულის თამაშები - 2024 წელს, პარიზში (საფრანგეთი). 

რაც შეეხება 2028 წლის თამაშებს, სოკ-მა მის მასპინძლად 2017 წელს ლოს ანჯელესი (აშშ) უკვე დაამტკიცა, როგორც იმ დროისთვის არსებული ერთადერთი კანდიდატი. ჯერ არ გარკვეულა 2030 წლის ზამთრის თამაშების მასპინძელი.

კომენტარები

ბოლო ამბები