Thumbnail

ბაიერნს საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირი სურს - ის 40 მილიონი ღირს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვისამ ბენ იედერმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 18 გოლი გაიტანა
  • მას მონაკოსთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს

მიუნხენის ბაიერნი ახალი ფორვარდის ძიებაშია და სასურველი კანდიდატურა საფრანგეთის ლიგა 1-ში შეარჩია. Goal.com-ის ცნობით, ბავარიული გრანდს მონაკოს ლიდერის ვისამ ბენ იედერის შეძენა სურს.

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ბენ იედერმა მონაწილეობა 26 მატჩში მიიღო და მის აქტივში 18 გოლი (ამდენივე ჰქონდა კილიამ მბაპეს) და 6 საგოლე პასი იყო. ფრანგი თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა, მის მოქმედი კონტრაქტი კი 2024 წლამდეა გათვლილი. ის საფრანგეთის ჩემპიონატში ესპანური სევილიადან გადაბარგდა, სადაც 91 მატჩში 38 გოლი მოუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ მონაკომ ლიგა 1-ში მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ევროთასებზე ვერ ითამაშებს, ბაიერნმა კი ბუნდესლიგა უკვე 30-ედ მოიგო და ტრადიციულად, ძალებს ჩემპიონთა ლიგაში მოსინჯავს.

კომენტარები

ბოლო ამბები