Thumbnail
  • ბარსელონამ 2020/21 წლების სეზონის საგარეო ფორმის კომპლექტი წარმოადგინა
  • ფორმა, რომლის ძირითადი ფერი შავია, კატალონიელებს პირველად არ ეცმევათ

ბარსელონამ თავის ოფიციალურ საიტზე 2020/21 წლების სეზონისთვის გუნდის საგარეო ფორმის კომპლექტი წამოარდგინა, რომელიც შავია.

კატალონიური კლუბის ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ფორმაზე ძირითადი ფერი შავი იქნება. ამ შემთხვევაში კი, ბარსელონას ახალ მაისურებზე ოქროსფერია კლუბის ემბლემა, სპონსორის ლოგო და კანტები საყელოსა და სახელოებზე. ბარსელონას ტექნიკური სპონსორი ამერიკული ფირმა Nike-ია.

ბარსას ახალი ფორმა | 2020-21

ბარსას ახალი ფორმა | 2020-21

ბარსას ახალი ფორმა | 2020-21

ბარსას ახალი ფორმა | 2020-21

ბარსას ახალი ფორმა | 2020-21

ლა ლიგის გასულ სეზონში ბარსელონამ 82 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალს (87) ჩამორჩა. კიკე სეტიენის გუნდს წინ ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო შეხვედრა ელის ნაპოლისთან, რომელთანაც სტუმრად პირველი მატჩი ფრედ 1:1 ითამაშა. განმეორებითი შეხვედრა 8 აგვისტოს არის დაგეგმილი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები