Thumbnail

დადებითი ბალანსი განაღდებულია - ტოჩინოშინმა ჩიომარიუს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან გორგაძემ ივლისის ბაშოზე მე-13 ბრძოლა ჩაატარა
  • ქართველმა სუმოისტმა დადებითი ბალანსი გაინაღდა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ივლისის ბაშოს მე-13 დღეს მე-8 გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსი გაინაღდა (კაჩი-კოში). შესაბამისად, ლევანის წოდება აუცილებლად გაიზრდება.

ივლისის ბაშოს მე-13 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჩიომარიუ იყო, რომელსაც ლევანმა იორიკირით მარტივად სძლია და მე-8 გამარჯვებაც იზეიმა.

ბაშოს მე-14 დღეს გორგაძის მეტოქე ჰოკოტოფუჯი იქნება, რომელიც რანგით მე-5 მაეგაშირაა. ყველა დროის საუკეთესო სუმოისტმა, მონღოლმა ჰაკუჰომ ტრავმის გამო ბაშოს დატოვება არჩია.

კომენტარები

ბოლო ამბები