Thumbnail

დიდი 10 - აკადემიამ არმაზს გაადაასწრო, ბათუმმა ხარებს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აკადემია 17:7 არმაზი - აკადემია მეშვიდე ადგილისთვის იბრძვის.
  • ბათუმი 28:24 ხარები - მასპინძლების რთული გამარჯვება.

დიდი ათის მე-17 ტურში აკადემიამ არმაზს უმასპინძლა და 17:7 მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ არმაზმა პირველი ტაიმი მოიგო - მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება და გამარჯვება მოახერხეს. შეხვედრის 44-ე წუთზე იოანე ხელაიამ ლელო დადო, რომელიც დავით მოძღვრიშვილმა გარდასახა - 10:7 აკადემიის სასარგებლოდ. 72-ე წუთზე ჯიმი ღამბაშიძემ კიდევ ერთი ლელო დაუდო არმაზს და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 15:7.

აკადემიამ 28 ქულა დააგროვა და არმაზს გადაასწრო. კლუბის მიზანი რეგულარული სეზონის უკეთეს პოზიციაზე დასრულებაა.

ხარები ბათუმს ესტუმრა და ოთხმატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა. რუსთაველებს ზედიზედ ოთხი მატჩი ჰქონდათ მოგებული, მეხუთე მატჩის მოგებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ბათუმმა ათქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და მეტოქე 28:24 დაამარცხა. ბათუმელები ჩემპიონატი მეოთხე ადგილს იკავებენ, კლუბს 54 ქულა აქვს და არსებობს შანსი, რომ რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულოს. ბოლო ტურში ბათუმი გორის ჯიქს შეხვდება.
 

ფოტო: FB/DIDI 10

 

კომენტარები

ბოლო ამბები