Thumbnail
  • მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის საბჭომ კალენდარი დაამტკიცა
  • WalesOnline შეცდომა? უელსელები ახალ ტურნირში საქართველოს მოიაზრებენ

30 ივლისს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის საბჭო შეიკრიბა და კორონავირუსის პანდემიის გამო, კორექტირებული კალენდარი დაამტკიცა...

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ წლის ბოლომდე გაფართოებული, 6-მატჩიანი სანაკრებო ფანჯარა დაამტკიცა, რომელიც ევროპაში 24 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება (7 ნოემბრის ვიქენდი უქმე იქნება სანაკრებო მატჩებისთვის). 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ, როდესაც პირველად გამოქვეყნა კალენდარი, რომელსაც ჯერ მხოლოდ რეკომენდაციის ძალა ჰქონდა, პირველად, ოფიციალურად დაადასტურა ექვსი ერის ექპერიმენტული ტურნირი. დღევანდელ დადგენილებაში ტურნირის ხსენებაც არ არის. მას ასე მოიხსენიებენ: "საერთაშორისო მატჩების ზედიზედ ოთხი რაუნდი"

22 ივლისის განცხადება

"ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ოქტომბრის ბოლოს წლევანდელი ექვსი ერის გადადებული მატჩები გაიმართება, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. 7 ნოემბერს საერთაშორისო კალენდარში შესვენება გამოცხადდეს, ხოლო 14 ნოემბრიდან მოყოლებული 5 დეკემბრის ჩათვლით, გაიმართოს ტურნირი ექვსი ერისა და მიწვეული ერების მონაწილეობით".

საბჭოს დადგენილება

"ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 24 და 31 ოქტომბერს ვაჟთა და ქალთა ექვსი ერის ტურნირი უნდა დასრულდეს, 7 ნოემბერი დასვენებაა და ამის შემდეგ გაიმართება ზედიზედ 4 რაუნდი საერთაშორისო მატჩების".  

სავარაუდოდ, ნაკრები პირველ თამაშს შოტლანდიასთან გამართავს

ბილ ბომონტი (მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე): "COVID-19-ის გლობალურმა პანდემიამ უპრეცედენტო გავლენა მოახდინა საზოგადოებასა და სპორტზე. მოლაპარაკების ყველა მონაწილე ცდილობდა გამოენახა საუკეთესო გამოსავალი საერთაშორისო და საკლუბო რაგბისა და მორაგბეების ინტერესების გათვალისწინებით.

ამ თარიღების შეთანხმება და დამოწმება ამაღელვებელი იყო მორაგბეებისთვის და ქომაგებისთვის და მეტად მნიშვნელოვანია რაგბის კავშირების მხარდაჭერის საქმეში, მათი ფინანსური ზარალის შემცირებისა და რაგბის პანდემიის შემდგომი ჰარმონიულად აღდგენის თვალსაზრისით.
საშემოდგომო ტესტებს ყველა მოუთმენლად ელოდება მე კი მინდა მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირებს, საერთაშორისო და საკლუბო შეჯიბრებების ორგანიზატორებს და მორაგბეებს მათი დახმარებისთვის და გულშემატკივრებს. იმ მოთმინებისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს საერთაშორისო რაგბის ხელახლა ფეხზე წამოყენების საქმეში".

მართალია, მსოფლიო რაგბიმ არ ახსენა ახალი ტურნირი, მაგრამ ის, რომ ჩატარდება უკვე ფაქტია. შეგახსენებთ, რომ თუ მედიას დავუჯერებთ, 6 ერის ორგანიზაციამ ექსპერიმენტულ ტურნირზე ფიჯი და იაპონია მიიწვია, საქართველო კი თამაშგარეთ დარჩა.

24 ოქტომბერს შოტლანდია ტესტმატჩს გამართავს უელსთან მოსამზადებლად და "მარიფილზე" "ბორჯღალოსნებს" ეპატიჟება. 

განსხვავებულ ცნობას გვაწვდის ახალ ტურნირთან დაკავშირებით WalesOnline - გამოცემა ამტკიცებს, რომ ახალი ტურნირის ერთ-ერთ ჯგუფში საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და საქართველო ითამაშებენ. შესაძლოა, ეს უელსური გამოცემის შეცდომაა.

სხვათა შორის იგივე გამოცემა ამტკიცებს, რომ უახლოეს საათებში ახალი ტურნირის სახელწოდება გახდება ცნობილი: ერთა თასი. იტალიელები ამ ტურნირის სუპერ 8 ერს უწოდებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები