Thumbnail

'ძველი, უშიშარი ტოჩინოშინი ვნახეთ' - აპლოდისმენტები დარბაზში, შექება TV-ზე 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ივლისის ბაშოს მე-12 დღეს მე-11 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მე-7 გამარჯვება მოიპოვა და ახლა მიზნამდე მხოლოდ მოგება აშორებს...

მაგრამ, სანამ ტოჩინოშინი ვეტერან შოჰოზანს იოლად დაამარცხებდა ჰატაკიკომის ილეთით, მათ შორის ძალზე სანახაობრივი ორთაბრძოლა გაიმართა, ორივე რიკიში ერთდროულად გადავარდა დოჰიოდან დარბაზში. მართალია, თავიდან გამარჯვება იაპონელს მიანიჭეს, მონოის (მსაჯთა კოლეგია) გადაწყვეტილებით, განმეორებითი შერკინება დაინიშნა.

განმეორებით ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა მეტოქე უკვე იოლად დაამარცხა

იაპონური მედია აღნიშნავს, რომ ტოკიოში შეკრებილი პუბლიკა აღფრთოვანდა ორივე სუმოისტის უშიშრობით. ბოლო მომენტამდე არცერთი არ ფიქრობდა უკან დახევაზე, ტრავმის მიღების შიშის მიუხედავად - ამიტომაც ტოჩინოშინიც და შოჰოზანიც დარბაზში თავით გადაეშვა. მედიაში ისიც დაიწერა, რომ ამ ორთაბრძოლამ ხალხს ძველი ტოჩინოშინი გაახსენა, რომელიც უკან არასდროს იხევდა. 

სუმოსიტები ABEMA TV-ზეც შეაქეს. კომენტატორები შიშით ელოდნენ, რომელიმემ ტრავმა ხომ არ მიიღო, შემდეგ კი აღფთოვანება ვერ დამალეს ორივეს გამბედაობით: "მსურს ორივე შევაქო ამისთვის", - განაცხადა ABEMA TV-ს წამყვანმა. 

📺 ტოჩინოშინი V შოჰოზანი

ტოჩინოშინის მაჩვენებელი 7 მოგება და 5 მარცხია და მიზნამდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ზაფხულის სუპერტურნირის მე-13 დღეს ქართველი სუმოისტი მაკუუჩი დივიზიონში დოჰიოზე პირველი გავა და ძალებს დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიიომარუსთან მოსინჯავს, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს უგებს. ამ უკანასკნელს ტოკიოში მხოლოდ 3 გამარჯვება გააჩნია და უარყოფითი ბალანსი გარანტირებული აქვს.

თუ ტოჩინოშინი გაიმარჯვებს, ეს ქართველი სუმოისტისთვის ელიტურ დივიზიონში რიგით 460-ე გამარჯვება იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები