Thumbnail

BREAKING: ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს პატიმრობა ემუქრება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მის წინააღმდეგ საქმე შვეიცარიის პროკურატურამ აღძრა
  • ინფანტინოს ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება

შვეიცარიის პროკურატურამ ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ საქმე აღძრა. ამ მოულოდნელ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინფანტინოს ბრალად კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისკენ შვეიცარიის ფედერალური პროკურატურის თანამშრომელთა წაქეზება და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება.

ინფანტინო ფიფას პრეზიდენტიდ რიგგარეშე კონგრესზე 2016 წლის თებერვალში აირჩიეს. მან ამ პოსტზე ზეპ ბლატერი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მის სახელთან დაკავშირებული არაერთი კორუფციული სკანდალის შემდეგ დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები