Thumbnail
  • 'თოკოსთან ერთად ცსკა-ს ევროლიგის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების კარგი შანსი აქვს'
  • ქართველი ფორვარდის რუსულ გრანდში გადასვლა მთავარ სატრანსფერო ამბად დასახელდა

ცნობილმა საკალათბურთო ვებ-გვერდმა Eurohoops-მა მიმდინარე ზაფხულს ევროლიგის მთავარი ტრანსფერები ჩამოწერა და პირველი ადგილი თორნიკე შენგელიას მიაკუთვნა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული ესპანურ ბასკონიაში თამაშობდა და გასულ სეზონში ლიგა ენდესას გამარჯვებული გახდა, მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი:

თორნიკე შენგელია (ბასკონიადან ცსკა-ში)

საკამათოც კი არაა, რომ საზაფხულო ტრანსფერების TOP-10-ში პირველი ადგილი თორნიკე შენგელიას უნდა დავუთმოთ, რომელიც რუსული კალათბურთის გრანდ ცსკა-ს შეუერთდა. უდავოა, რომ მისი შემატებით მოსკოვური კლუბი კიდევ უფრო მეტ ძალას შეიძენს და იმის შანსიც იზრდება, რომ 2019 წელს მოპოვებულ ევროლიგის ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ცსკა-ს გარკვეული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, შენგელიას გადასაბირებლად ყველაფერი გაკეთდა. ახლა, გუნდის მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს 28 წლის ქართველ ფორვარდთან ერთად, სხვადასხვა სქემების დამუშავება შეუძლია.

სრულად eurohoops-ის მიერ შედგენილი TOP-10 ასე გამოიყურება: ნიკ კალატესი (პანათინაიკოსიდან ბარსელონაში), კოსტას სლუკასი (ფენერბაჰჩედან ოლიმპიაკოსში), ნიკოლა მილუტინოვი (ოლიმპიაკოსი ცსკა-ში), მალკოლმ დელეინი (ბარსელონა მილანში), დერიკ უილიამსი (ფენერბაჰჩედან ვალენსიადან), ლუიჯი დატომე (ფენერბაჰჩედან მილანში), კაილ ჰაინსი (ცსკა-დან მილანში), ნიკოლა კალინიჩი (ფენერბაჰჩედან ვალენსიაში), გრეგ მონრო (ბაიერნიდან ხიმკიში).

კომენტარები

ბოლო ამბები