Thumbnail
  • არსენალმა უოტფორდის შემდეგ, სტოკიც 3:0 დაამარცხა.
  • ლონდონელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი პიერ-ემერიკ ობამეიანგი იყო.

ლონდონის არსენალმა ზედიზედ მეორედ მოიგო 3:0. არსენ ვენგერის შეგირდებმა ასეთი ანგარიშით ამჯერად სტოკი დაამარცხეს.

პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი არსენალს დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და ლონდონელები გოლის გატანას საკმაოდ დიდხანს ვერც მეორე ტაიმში ახერხებდნენ. ანგარიში 75-ე წუთზე გაიხსნა, როცა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი ზუსტად დაარტყა. 11 წუთში გაბონელმა დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. საბოლოო ანგარიში კი ლაკაზეტმა ასევე პენალტით დააფიქსირა.

31 ტურის შემდეგ არსენალს 51 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონური კლუბი ევროპალიგაზე გადის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები