Thumbnail

NBA-ს დრაფტი 2020 | გარისკავს მამუკელაშვილი? მას დრო ორშაბათამდე აქვს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • NBA-ს DRAFT COMBINE-ის საბოლოო სიაში მამუკელაშვილი არ არის
  • სანდროს მოსაფიქრებლად დრო ორშაბათამდე აქვს

არაოფიციალური ინფორმაციით, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს DRAFT COMBINE-ზე არ მიიწვიეს და ახლა მას ორშბათამდე აქვს დრო მოსაფიქრებლად, მოხსნის საკუთარ კანდიდატურას დრაფტიდან თუ გარისკავს...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • მილუოკი
  • ბოსტონი

რამდენიმე დღის წინათ, 21 წლის სანდრო მამუკელაშვილი იმ 105 კალათბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც ე.წ. NBA Draft Combine-ის გაფართოებულ სიაში შეიყვანეს. მასში სანდროს მოხვედრა იმაზე მიანიშნებს, რომ ქართველი ფორვარდის მიმართ ლიგაში მართლაც რეალური დაინტერესება არსებობს, მაგრამ გაფართოებული სია 70-მდე შეამცირეს და სანდრო საბოლოო სიაში აღარ არის. 

NBA Draft Combine რამდენიმედღიანი ღონისძიებაა, რომელზეც კოლეჯების კალათბურთელები NBA-ს კლუბების მოთხოვნის მიხედვით ხვდებიან. გუნდები საკუთარი სიმპათიების შესახებ ლიგას აცნობებენ და აღნიშნული სიაც ამის მიხედვით დგება. მიწვეული კალათბურთელები სამედიცინო ტესტებს გაივლიან, ავლენენ სხვადასხვა უნარებს და 5/5-ზე თამაშებში მონაწილეობენ, რომელსაც NBA-ს გუნდების მწვრთნელები, გენერალური მენეჯერები და სკაუტები ესწრებიან.

წლეულს, კომბაინი ჩიკაგოში 21-24 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი არია. ბოლო ინფორმაციით, ის, შესაძლოა, აგვისტოს მიწურულს ჩატარდეს, როდესაც NBA დრაფტ-ლატარეას მოილევს, უშუალოდ დრაფტი კი 16 ოქტომბერს ბრუკლინის ბარკლაი სენთერშია დაგეგმილი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

დიდი ალბათობით, ქართველი კალათბურთელი აღარ გარისკავს და 3 აგვისტომდე მოხსნის საკუთარ კანდიდატურას დრაფტიდან, რაც მას კოლეჯში თამაშის გაგრძელების საშუალებას მისცემს. ეს შესანიშნავი ამბავია "ბიგ ისთის" კონფერენციის სეტონ ჰოლისთვის. სანდროს NBA-ს დრაფტზე უფრო რეალური შანსი 2021 წელს ექნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები