Thumbnail

10 ამბავი გასული სეზონიდან - ემოციური წელი ინგლისურ ფეხბურთში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბიელსა, კლოპი და პანდემია
  • ინგლისური ფეხბურთის მორიგი საოცარი სეზონი

პრემიერლიგამ ინტრიგა ბოლო ტურამდე შეინარჩუნა, სადაც ჩემპიონშიფში ჩამსვლელთა და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელთა ბედი საბოლოოდ გადაწყდა. გასული სეზონი, ინგლისში ფეხბურთის ფანებისთვის დასამახსოვრებელი გამოდგა - ეპოქალური გამარჯვებების, ახალი ლეგენდების წარმოშობის და უჩვეულო პაუზის გამო.

1. ლესტერმა რეკორდი გაიმეორა

1995 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა იფსვიჩ თაუნი 9:0 დაამარცხა, რაც წლების მანძილზე პრემიერლიგის რეკორდი გახლდათ. იგივეს გამეორება ლესტერმა წელს საუთჰემპტონის წინააღმდეგ შეძლო.

2. უოტფორდმა 4 მწვრთნელი გამოიცვალა

უოტფორდმა სეზონი ხავი გარსიათი დაიწყო, შემდეგ კიკე სანჩეს ფლორესის დაბრუნებით გააგრძელა. მალე კიკეს გაუშვეს და ნაიჯელ პირსონი მოიყვანეს, რომელმაც ნორმალურად იმუშავა, თუმცა მაინც გაათავისუფლეს. საბოლოოდ სეზონი ჰეიდენ მალინსმა დაასრულა, თუმცა გუნდი პრემიერლიგიდან მაინც გავარდა.

3. აუგერომ ანრის გადაასწრო

მანჩესტერ სიტის ლიდერმა - სერხიო აგუერომ იანვარში ასტონ ვილას ჰეთ-თრიკი გაუტანა და პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში ტიერი ანრის გადაასწრო. აგუეროს ახლა 180 გოლი აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს. ასევე, ეს გახლდათ მისი მეთორმეტე ჰეთ-თრიკი პრემიერლიგაში, რაც რეკორდია.

4. ლივერპულის მიწაზე დაშვება

4 მწვრთნელის გამოცვლის გარდა, უოტფორდმა წელს თავი კიდევ ერთი რამით დაგვამახსოვრა - სამხრეთელებმა თებერვალში, ლივერპულის 18 მატჩიანი მოგების სერია, 44 მატჩიანი წაუგებელი სერია და 36 მატჩიანი შედეგიანი სერია დაასრულეს. გასავარდნ ზონაში მყოფმა უოტფორდმა ვიკერიჯ როუდზე ლივერპულს 3:0 სძლია.

5. კაკა ლონდონში შეარცხვინეს

ვირუსის გამოჩენამდე რამდენიმე კვირით ადრე, ოქროს ბურთის მფლობელმა ბრაზილიელმა აღმოსავლეთ ლონდონის მკვიდრი, პატარა კლუბი - ჰაქნი უიქი მოინახულა. თამაშისას მსოფლიოს ჩემპიონი ნახევარმცველი, მოედანზე კარგად გამოიყურებოდა, რამდენიმე კარგი გოლი გაიტანა, მაგრამე ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი ფეხებშუა გაუძვრინეს.

6. პოსტ-პანდემიური იანგი

მართალია ინგლისში აღარ თამაშობს, მაგრამ მაინც ინგლისური ფეხბურთის ნაწილია - წელს, კარანტინის შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე ეშლი იანგს თავზე თმა ამოსდის, რაც მის სამშობლოში აქამდე არავის ენახა. მილანური ცხოვრების სტილი, როგორც ჩანს იანგისთვის ინსპირაცია გამოდგა.

7. ნანატრი დაბრუნება

გრძელი საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ინგლისში ფეხბურთის გულშემატკივართა გულები 17 ივნისს გამთელდა - ამ დღეს, პრემიერლიგა დაბრუნდა! პოსტ-პანდემიურ ფეხბურთში პირველი ბურთი ასტონ ვილამ და შეფილდ იუნაიტედმა გააგორეს. ამჯერად, უკვე ცარიელი ტრიბუნების თვალწინ.

8. მოჩვენებები ტრიბუნებზე

პანდემიის შემდეგ ცარიელი ტრიბუნების შევსება, ყველა კლუბმა თავისებურად გადაწყვიტა. ზოგმა კლუბის ცნობილი ფანები გამოიყენა (მაგ. ასტონ ვილამ - პრინც უილიამი), ზოგმა მეტოქე გუნდის ლეგენდა (მაგ. პორტსმუთმა - მეტ ლე ტისიე), აი ლიდს იუნაიტედმა ელან როუდზე ნეტფლიქსის ‘ვეფხვების მეფე’ გაამწესა.

9. 30-წლიანი ლოდინი დასრულდა!

ჩელსიმ ბრიჯზე მანჩესტერ სიტი - 2:1 დაამარცხა, რის შემდეგაც ლივერპული ინგლისის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. 30-წლიანი, ნანატრი ტიტულის მოპოვებას ხელი ვერც საოცარ ფორმაში მყოფმა კევინ დე ბრუინემ, ვერც ფერგიუსონის წყევლამ და ვერც კორონავირუსმა შეუშალა.

10. ლიდსი, ლიდსი, ლიდსი...

ალბათ არც ისე ბევრ ქალაქში უყვართ საკუთარი კლუბი ისე, როგორც ლიდსში ლიდს იუნაიტედი. ფეხბურთის წრეების კოლორიტმა და ცოტა სნობი საფეხბურთო სპეციალისტების საყვარელმა მწვრთნელმა - მარსელო ბიელსამ ნავსი გატეხა და 16 წლიანი პაუზის შემდეგ ლიდსი პრემიერლიგაში დააბრუნა!

კომენტარები

ბოლო ამბები