Thumbnail

'მათ ხმა ბომონტს მისცეს' - რატომ არ მიიწვიეს საქართველო, არგენტინული ვერსია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

არგენტინული გამოცემა EL CIUDADANO ექსპერიმენტული ექვსი ერის ტურნირს გამოეხმაურა...

მედიის ინფორმაციით, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ევროპაში ახალი ტურნირი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულ ექვს ერს მიწვეული ნაკრებები დაემატებიან - ფიჯი და იაპონია.

ახალ ტურნირზე იაპონია მიიწვიეს, საქართველო - არა

"საქართველო, ევროპული ქცეყანა, რომელიც კარგა ხანია ექვს ერში მიღებას ითხოვს, გარეთ დატოვეს - ამ ქვეყანამ მსოფლიო რაგბის არჩევნებზე მხარი აგუსტინ პიშოს დაუჭირა, ხოლო მიწვეულმა იაპონიამ და ფიჯიმ ხმა სწორედ ახლანდელ პრეზიდენტ ბილ ბომონტს მისცეს".

იაპონელებმა ხმა ბომონტს მისცეს, რადგან ბოლოს სანზაართან პრობლემები ჰქონდათ სუპერ რაგბისთან დაკავშირებით. მათ ევროპისკენ დაიწყეს გახედვა. ფიჯის, ალბათ, რამეს დაპირდნენ არჩევნებზე.

და საქართველო? ქართველებმა ხომ აგუსტინ პიშოს მისცეს ხმა. შესაძლოა, ეს დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრები ტურნირს მიღმა დარჩა. არ მიიწვიეს ევროპული გუნდი, რომელიც მეორე ექვსეულში საუკეთესოა და შესაძლოა, იტალიელებზე მეტსაც იმსახურებს. რაღაც ბევრი დამთხვევა გამოდის", - წერს EL CIUDADANO-ს რეპორტიორი ლისანდრო ოლეარო.

შეგახსენებთ, რომ Asie Rugby-ის მიხედვით, ახალ ტურნირზე ჯგუფები ასე ჩამოყალიბდა:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი
B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

კომენტარები

ბოლო ამბები