Thumbnail
  • ბარსელონას არგენტინელ ვარსკვლავს 22 პენალტი აქვს აცილებული
  • მას კვალში კრიშტიანო რონალდო და ფრანჩესკო ტოტი უდგანან

ცნობილმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა Transfermarkt-მა ის ფეხბურთელები ჩამოწერა, რომელთაც XXI საუკუნეში TOP-5 ჩემპიონატის ეგიდით ყველაზე მეტი პენალტი აქვთ აცილებული.

ამ მხრივ პირველ ადგილზე ბარსელონას არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი გავიდა, რომელმაც 11-მეტრიანის გატანა უკვე 22-ჯერ ვერ მოახერხა. მეორე-მესამე ადგილებს იუვენტუსის ლიდერი კრიშტიანო რონალდო და რომას ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი ინაწილებენ 18-18 აცილებით.

შეგახსენებთ, რონალდოს ბოლო დარტყმა იტალიის სერია A-ს გასულ ტურში გაუცუდდა. კრიშტიანომ ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა, ტურინელებმა გენუის სამპდორიას მაინც მოუგეს და ამ 3 ქულის წყალობით, რიგით 36-ე ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაიფორმეს.

ყველაზე მეტი აცილებული პენალტი XXI საუკუნეში

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 22
2-3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 18
2-3. ფრანჩესკო ტოტი (რომა) – 18
4. ანტონიო დი ნატალე (უდინეზე) – 14
5. ედინსონ კავანი (პსჟ) – 13
6-7. უეინ რუნი (მანჩესტერი) – 12
6-7. სერხიო აგუერო (სიტი) – 12
8-10. რონალდინიო (ბარსელონა) – 10
8-10. რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერი) – 10
8-10. არიც ადურიცი (ბილბაო) – 10

კომენტარები

ბოლო ამბები